შვარცნეგერი მიდის
არნოლდ შვარცნეგერს კალიფორნიის გუბერნატორობის ვადა 3 იანვარს ეწურება. მასა ამ პოსტზე დემოკრატი ჯერი ბრაუნი შეცვლის. შვარცნეგერი კალიფორნიის გუბერნატორად 2003 წელს ზედიზედ ორი ვადით აირჩიეს. ჯერჯერობით უცნობია შვარცნეგერის გეგმების შესახებ, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ,რომ ის ავტობიოგრაფიულ წიგნს დაწერს, ან შესაძლოა კინოს დაუბრუნდეს რეჟისორის ან პროდიუსერის ამპლუაში.