"ნასვამი იყო... შელაპარაკება მოხდა..." - მსახიობი გიორგი ნაკაშიძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
მსახიობი გიორგი ნაკაშიძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. დაკავება ზაარბრუკენის მოედანზე მოხდა, სადაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნაკაშიძე სამართალდამცველებთან თავად მივიდა და მათთან შელაპარაკება მოუვიდა. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ პოლიციამ იგი განყოფილებაში გადაიყვანა.
ნაკაშიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-ში დაადასტურეს. როგორც "ამბები.გე"-ს სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედავებიან.
მსახიობის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.