უდესიანმა ჩემს მეუღლეს სოლიდური ადამიანების თვალწინ ესროლა - თაკო ჩარკვიანი
უდესიანმა ჩემს მეუღლეს სოლიდური ადამიანების თვალწინ, ერთ-ერთ საქმიან შეხვედრაზე ესროლა, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა ”რეაქციაში”. როგორც მან განაცხადა, ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ოჯახმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა, თუმცა, 2,5 წლის შემდეგაც კი მისი მეუღლე ჯონი გიგანი დაკითხული არ არის და, შესაბამისად, საქმე არ გამოუძიებიათ. თაკო ჩარკვიანის თქმით, ამ საკითხზე იგი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსაც ესაუბრა, მაგრამ არაფერი შეცვლილა.