loader

ტარიელ ონიანის 21 წლის შვილი მოსკოვში ავარიაში მოყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტარიელ ონიანის 21 წლის შვილი მოსკოვში ავარიაში მოყვა

კრიმინალური ავტორიტეტის, ტარიელ ონიანის 21 წლის ვაჟი მოსკოვში ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა ახალ არბატზე მოხდა. "მერსედეს S400"-ის საჭესთან მჯდარი ბუბა ონიანი "ფოლკსვაგენ ტუარეგს" ძლიერად შეეჯახა, რის შედეგადაც "ფოლკსვაგენი" კიდევ ორ მანქანას შეასკდა.

ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა უმცროსი ონიანის მანქანის 18 წლის მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს თავის ტვინის შერყევით და ბარძაყის მოტეხილობით. დაზიანებები მიიღეს ონიანის მეგობრებმა - 19 წლის გიორგი ც-მ და 17 წლის დავით ხ-მ.

ავტოსაგზაო შემთხვევის კადრებს ავრცელებს LifeNews-ი; ასევე, ავრცელებს ინფორმაციას ტარიელ ონიანის შესახებ. ე.წ. კანონიერი ქურდი ტარო ქუთაისური კრიმინალური დაჯგუფების მეთაურად ითვლებოდა. 90-იან წლებში პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი ესპანეთში, სადაც სამშენებლო ბიზნესითაა დაკავებული. 2010 წელს მოსკოვის სასამართლომ ონიანს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ადამიანის გატაცების ბრალდებით. 2011 წელს ონიანი ექსტრადირებულ იქნა ესპანეთში.