loader

ორი ძმა 57 წელი ერთ სხეულში - ყველაზე მხცოვანი სიამის ტყუპის ემოციური ისტორია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორი ძმა 57 წელი ერთ სხეულში - ყველაზე მხცოვანი სიამის ტყუპის ემოციური ისტორია

ოჰაიოში მცხოვრები 57 წლის სიამის ტყუპი რონი და დონი გალიონები ნამდვილი რეკორდსმენები არიან. მამაკაცები ყველაზე მხცოვანი სიამის ტყუპები არიან მსოფლიოში. ეს მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი შემთხვევაა. როგორც მათი უმცროსი ძმა ჯიმი ჰყვება, ტყუპს ექიმები ხანგრძლივ ცხოვრებას არ ჰპირდებოდნენ, მშობლებს კი ყოველდღე ეშინოდათ, რომ დილით ბიჭები აღარ გაიღვიძებდნენ.

"რონი და დონი თითქოს ერთნი არიან, მაგრამ ამავე დროს, ეს ორი სრულიად განსხვავებული პიროვნებაა", - ჰყვება ჯიმი საკუთარ ძმებზე.

ძმებს ორი ხელი და ფეხი და საერთო კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და მენჯი აქვთ. რონი და დონი ოდესღაც ცირკშიც კი მუშაობდნენ, მაგრამ 1991 წელს ძმები პენსიაზე გავიდნენ.