შორენა ბეგაშვილი სახლში ჭურჭელს არ რეცხავს
”გარდერობმა” მსახიობსა და ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავ შორენა ბეგაშვილს უმასპინძლა. სანამ გადაცემის წამყვანი ნინა წკრიალაშვილი შორენას გარდერობში იქექებოდა და მის ძვირადღირებულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ათვალიერებდა, მასპინძელს ყავა სთხოვა. შოუ-ბიზნესის ვარსკვლავს სახლში მხოლოდ 2 ჭიქა აღმოაჩნდა და ისიც გასარეცხი. როგორც გაირკვა, შორენა ბეგაშვილი ჭურჭელს საერთოდ არ რეცხავს, თუ რატომ - ნახეთ ფრაგმენტი გადაცემიდან.