loader

"მე პენსიაზე ვარ" - გრეგორი ლეპსი რუსული შოუს ქართველმა მონაწილემ ქართულად ვერ აამღერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე პენსიაზე ვარ" - გრეგორი ლეპსი რუსული შოუს ქართველმა მონაწილემ ქართულად ვერ აამღერა

რუსეთში Главная сцена-ს (X Factor-ის რუსული ანალოგი) შესარჩევ ტურში ქართველი მომღერალი გიორგი მელიქიშვილი გამოჩნდა, რომელმაც რუსეთში სახელი პროექტ Voice-ით გაითქვა. გიორგიმ რუსული სიმღერა იმღერა და ჟიური აღაფრთოვანა.

"ფავორიტი ხმა არის ეს ჩემთვის. მარკ ენტონი, ერინ ნევილის და ლუის მიგელის ხმას მაგონებს. რა თქმა უნდა მე ვამბობ "დიახ", - განუცხადა ქართველ მომღერალს ამერიკაში მოღვაწე რუსმა კომპოზიტორმა.

საბოლოოდ, გიორგი მორიგ ტურში გადაიყვანეს და როდესაც დრო დადგა, რომ მწვრთნელებს უნდა აერჩიათ 12 მონაწილე, კონსტანტინ მელაძემ გიორგი თავის გუნდში აიყვანა.