loader

პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო გვენეტაძე დაასახელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო გვენეტაძე დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა. ნინო გვენეტაძე სამართალმცოდნე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. გვენეტაძეს, რამდენიმე მოსამართლესთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს უფლებამოსილება შეუწყვიტეს.

ამასთან, ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვენეტაძეს კოალიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის სავარაუდო კანდიდატად განიხილავდა. ამ ინფორმაციას 2012 წელს გვენეტაძე არც უარყოფდა და არც ადასტურებდა.

ნინო გვენეტაძე საქართველოს პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ წარუდგინა.