უკრაინის შსს-ს პირველი ქალი - ეკა ზღულაძე პირადსა და სამსახურზე უკრაინულ ტელეკომპანიასთან
უკრაინის შს მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე უკრაინული პოლიციის რეფორმაზე მუშაობს. ქართველმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც თანამდებობაზე დანიშვნამდე უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, კაბინეტში უმასპინძლა ტელეკომპანია ТСН-ის ჟურნალისტებს და მათ საკუთარ პირადსა და სამსახურზე ესაუბრა.
საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამჟამად კიევის ცენტრში, აპარტამენტებს ქირაობს. იქამდე ზღულაძე შსს-ს სასტუმროში ცხოვრობდა.
როგორ მინისტრის მოადგილე ინტერვიუში ამბობს, კიევში ცხოვრება მარტოს უწევს - 35 წლის ჩინოვნიკს ქმარ-შვილი პარიზში ჰყავს. ეკა ზღულაძეს და ფრანგ ჟურნალისტსა და რეჟისორს რაფაელ გლიუკსმანს ვაჟი ალექსანდრე ჰყავთ, რომელთანაც განშორება დედისთვის ძალიან რთულია, თუმცა მინისტრის მოადგილე თვლის, რომ ბავშვის კიევში გადმოყვანა, პატარასთვის სტრესული იქნება.