loader

მსოფლიოს ყველაზე პატარა ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიოს ყველაზე პატარა ადამიანი

18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ღარიბი ფილიპინური ოჯახიდან, მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანად აღიარეს. ჯუნრი ბალავინგას სიმაღლე მხოლოდ 59,93 სმ-ია.

როგორც რეკორდსმენის მამა აცხადებს, ჯუნრიმ ზრდა 2 წლის ასაკში შეწყვიტა. გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, ახალი რეკორდსმენი წინამორბედზე, ნეპალელ ჰაგენდრა ტჰაპი მაგარაზე 7 სმ-ით დაბალია, რომელიც გასული წლის ოქტომბერში ყველაზე პატარა ადამიანად აღიარეს.

ნათესავების თქმით, ჯუნრის დგომა და სიარული უჭირს, თუმცა, მასზე მეგობრები ზრუნავენ. რეკორდსმენის სერტიფიკატის გარდა ფილიპინელმა მოზარდმა საჩუქრები უამრავი ადამიანისგან, მათ შორის ფილიპინელი პოლიტიკოსებისგან მიიღო.