რაზე ვერ თანხმდებიან ”რვიანში”
”ოპოზიციური რვიანი” სამოქმედო გეგმის ფარგლებში ქუჩის პროტესტს არ გამორიცხავს. გეგმა "რვიანმა" რამდენიმე დღის წინ "თბილისი მერიოტში" დააანონსა
პარტიული ღონისძიების გამო საერთო თავყრილობას არ ესწრებოდნენ ”ახალი მემარჯვენეები”.
იმას, რასაც "რვიანის" ლიდერები არ გამორიცხავენ, კატეგორიულად ემიჯნება მამუკა კაციტაძე. რადიო "პალიტრასთან” იგი აცხადებს, რომ "რვიანი" საარჩევნო თემატიკაზე შეთანხმებულია, თუმცა არის თემები, რომელზეც შეთანხმება ვერ ხერხდება.
კაციტაძის განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა "რვიანის" სხვა ლიდერებისთვის. საჭიროების შემთხვევაში ქუჩაში გასვლას ზვიად ძიძიგური არ გამორიცხავს.
"რვიანში" ყველა გადაწყვეტილება კონსესუსით მიიღწევა", - ამ განცხადებას ქრისტიან დემოკრატები აკეთებენ. გიორგი ახვლედიანი "რვიანში" ბზარების გაჩენას კატეგორიულად გამორიცხავს.
პროცესების გააქტიურება და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში საზოგადოების ჩართულობა - ეს "რვიანის" უახლოესი გეგმებია. "ოპოზიციური რვიანი" საზაფხულო არდადეგების აღებას არ აპირებს და პოლიტიკური აქტიურობის სამზადიასშია.
კომენტარები :
მამუკა კაციტაძე -”ახალი მემარჯვენეები”
ზვიად ძიძიგური - ”ეროვნული საბჭო"
გიორგი ახვლედიანი - ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”
დავით უსუფაშვილი - ”რესპუბლიკელები”