loader

რას ჰყვება ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მეუღლე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ჰყვება ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მეუღლე

ინგა პავლოვა, რომელიც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ოფიციალური ცოლია, ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ორცოლიანია.

"მოგესალმებით, მე ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ოფიციალური ცოლი ვარ. ჩვენ 1991 წელს დავქორწინდით პარიზში და განვქორწინდით 1994 წელს. განშორებიდან დიდი ხანი არაფერი მსმენოდა ჩემს ყოფილ მეუღლეზე. ერთხელაც, 2011 წელს, ის მე ტელევიზიით ვნახე, სადაც მან პოლიტიკურ მიზნებზე განაცხადა. ეს ჩემთვის და ბევრისთვის იყო სენსაცია, ვინაიდან ჩემი ყოფილი ქმარი ძალიან იშვიათად იძლეოდა ინტერვიუს. 2012 წელს კი მისი საარჩევნო ვიდეორგოლი ვნახე, რომელშიც ის თავის ცხოვრებაზე ჰყვებოდა. აქვე ვნახე ეკა ხვედელიძე, მისი ახლანდელი მეუღლე, რომელიც ჰყვებოდა, როდის და როგორ გაიცნო მან ივანიშვილი და როგორ იქორწინეს 1991 წლის 18 ოქტომბერს საქართველოში. ეს უცნაურად მომეჩვენა, ვინაიდან 1991 წლის 25 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილი ჩემზე დაქორწინდა პარიზში. ანუ გამოდის, რომ ივანიშვილი 1991 წელს ერთდროულად ორ ქალზე დაქორწინდა პარიზსა და საქართველოში. თუ ბიძინა ივანიშვილი მართლა დაქორწინდა ორ ქალზე, გამოდის, რომ ის ორცოლიანია".

Sensational story from Bidzina Ivanishvili's estranged ex-wife - Watch the video on georgianjournal.ge

ასევე იხილეთ: ინგა პავლოვა, რომელიც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ცოლია, მილიარდერს უჩივის