Porsche-ს ტესტ-დრაივი და Auto bild-ი საქართველოს გუნდში
ახალი Porsche Cayenne S-ის საერთაშორისო ოფიციალური ტესტ-დრაივი 10 ოქტომბერს, თურქეთის ქალაქ ტრაბზონში დაიწყო და საქართველოში გრძელდება. ამ ერთკვირიან თავგადასავალში, რომელსაც Porsche Performance Drive ჰქვია, 10 ქვეყნის 14 გუნდი მონაწილეობს - მათ შორის, "პორშეს" საქართველოს გუნდიც, რომელიც ასეა დაკომპლექტებული: ქეთევან ხუნწარია ("პორშეს" თბილისის ცენტრი), შალვა ბუაჩიძე ("AUTO BILD საქართველო"), პაატა იაკობაშვილი ("რუსთავი 2") და აკო ახალაია (marketer.ge).
გუნდები ერთმანეთს სხვადასხვა დავალებების შესრულებაშიც ეჯიბრებიან და ბაქოში გამარჯვებულიც გამოვლინდება. თუმცა Porsche Performance Drive-ის მთავარი ამოცანა, რა თქმა უნდა, ახალი Cayenne S-ის გზებსა და უგზოობაზე გამოცდაა. ამ გამოცდის შედეგებს დეტალურად ჟურნალ AUTO BILD-ის ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.
ავტორი: გიორგი ღუდუშაური