loader

ყურბან-ბაირამის ლოცვა ბათუმის მეჩეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყურბან-ბაირამის ლოცვა ბათუმის მეჩეთში

მსოფლიოს მასშტაბით მუსლიმები დღეს ყურბან-ბაირამის ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავენ. ბათუმის მეჩეთში შეკრებილმა მორწმუნეებმა სადღესასწაულო ლოცვის შესრულება 07:30 საათზე დაიწყეს. მეჩეთში უადგილობის გამო მორწმუნეებმა სამლოცველოს ეზოსა და მიმდებარე ქუჩაზე ხალიჩები გაშალეს და ბაირამის ლოცვა ღია ცის ქვეშ აღავლინეს.

სადღესასწაულო ლოცვას უძღვებოდა დასავლეთ საქართველოს მუფთის მოადგილე ადამ შანთაძე. მან მუსლიმებს ბაირამი მიულოცა და დღესასწაულის შესახებ ისაუბრა. როგორც ადამ შანთაძემ აღნიშნა, საქართველოდან მექასა და მედინაში წმინდა მიწების მოსალოცად 70 პილიგრიმი გაემგზავრა.

ლოცვის შემდეგ მორწმუნეები ყურბანის მსხვერპლშეწირვის რიტუალის შესასრულებლად ემზადებიან. რამდენიმე მუსლიმური ოჯახი პირუტყვს დაკლავს და საქონლის ხორცს თანაბრად გაანაწილებს, რის შემდეგაც თითოეული ოჯახი თავიანთ წილს ახლობლებს და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაურიგებს. შესაწირი პირუტყვი აუცილებლად უნდა იყოს ჯანმრთელი და ასევე, ცხვარი 6 თვეზე ნაკლების არ შეიძლება, ხოლო მსხვილფეხა რქოსანი საქონელი მინიმუმ ორი წლის უნდა იყოს.

ყურბან-ბაირამობა მარხვის თვიდან, რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ისლამის მიხედვით, მსხვერპლშეწირვის ტრადიცია აბრაამ შუამავლის შთამომავლებიდან მოდის. ყურბან ბაირამის დღესასწაული 3 დღეს გრძელდება.

Muslims celebrate Kurban-Bayram holiday in Georgia - Watch the video on georgianews.ge