მეტრო "ვაგზლის მოედანზე" მატარებელმა მამაკაცი გაიტანა
მეტროსადგურ "ვაგზლის მოედანზე", მეორე ხაზზე, მატარებელმა მამაკაცი გაიტანა. დგინდება მისი გარდაცვალების კონკრეტული მიზეზები. წინასწარი ინფორმაციით, გამორიცხული არ არის თვითმკვლელობის ვერსია. ადგილზე სამართალდამცველები და მაშველები მუშაობენ. შემთხვევის გამო დროებით დაიხურა მეტროს მეორე ხაზი.