loader

მსუქანი კატა დიეტაზე დასვეს და ვარჯიში აიძულეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსუქანი კატა დიეტაზე დასვეს და ვარჯიში აიძულეს

ჭარბწონიანი, კატა მეფე ლეო რომელიც ტენესის შტატში, ნეშვილში გზის პირას იპოვეს, ზედმეტ წონას ვეტერინარების დახმრებით და სარბენი ბილიკის საშუალებით ებრძვის. როდესაც კატა იპოვეს, ცხოველი 14 კილოგრამს იწონიდა.

აბურდული ბეწვი კატას მოძრაობას უზღუდავდა, უზარმაზარი მუცლის გამო კი ლეო უკანა თათებს ძლივს ანძრევდა. კატა მძღოლმა იპოვა, რომელიც გზაზე დაშვებული საბურავის გამოსაცვლელად გაჩერდა. მამაკაცმა ლეო ცხოველების კონტროლისა და ზრუნვის დეპარტამენტში წაიყვანა, საიდანაც კატების სპეციალურ სარეაბილიტაციო ცენტრში მოათავსეს. იქ მას ბეწვი გაპარსეს, მკაცრ დიეტაზე დასვეს და აიძულეს ევარჯიშა. კატა სარბენ ბილიკზე რეგულარულად დარბის, რომელიც რაც არ უნდა საკვირველი იყოს, შეიყვარა.