სიამის ტყუპებს ოპერაციის დროს შინაგან ორგანოებს გაუყოფენ
ხუთი წლის ბრაზილიელი ძმები არტურო და ჰეიტორ როშები სიამის ტყუპები არიან. ბიჭები მენჯის არით არიან გადაბმული და მხოლოდ სამი ფეხი აქვთ. მათმა დედამ ორსულობის ოცდამეორე კვირას შეიტყო, რომ სიამის ტყუპები ეყოლებოდა - პირველი სიამის ტყუპები ბრაზილიაში. ექიმებს ბავშვების გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ, რადგან სიამის ტყუპების 75 პროცენტი დაბადებიდან რამდენიმე დღეში იღუპება. მაგრამ არტუროს და ეიტორს გაუმართლათ - ისინი ახლა უკვე ხუთი წლის მხიარული და ცელქი ბიჭები არიან, როგორც ყველა ბიჭი მათ ასაკში.
მათ საერთო შარდის ბუშტი, სასქესო ორგანოები, კუჭი და ღვიძლი აქვთ. თუმცა, სულ მალე ოპერაციის საშუალებით ექიმები ბიჭებს განაცალკევებენ და ამ ორგანოებსაც გაყოფენ. ოპერაცია ურთულესი იქნება და მის შემდეგ თითო ძმას მხოლოდ თითო ფეხი ექნება - მესამე ფეხს მედიკოსები სასიცოცხლოდ აუცილებელ ადგილებზე კანის გადასანერგად გამოიყენებენ.