loader

თემურ ქეცბაიამ გამოწვევა მიიღო და ცივი წყალი გადაისხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თემურ ქეცბაიამ გამოწვევა მიიღო და ცივი წყალი გადაისხა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ თავზე ცივი წყალი გადაისხა და ამ შეჯიბრებაში მურთაზ შელია, კახი კაჭარავა და ლიდა ქეცბაია გამოიწვია.

კამპანია LS Ice Bucket Challenge-ის ერთგვარ ფლეშმობს წარმოადგენს, რომელმაც ადამიანებს ნერვული სისტემის დაავადების - ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

აქციის იდეა თავზე ცივი წყლის დასხმასა და ინტერნეტში შესაბამისი ვიდეოს გამოქვეყნებაში მდგომარეობს, რის შემდეგაც ფლეშმობის მონაწილემ შემდგომი კანდიდატი უნდა გამოიწვიოს. თუ ის, თავის მხრივ, ერთი დღე-ღამის განმავლობაში ანალოგიურ ვიდეოს ქსელში არ გამოაქვეყნებს, მაშინ საქველმოქმედო ფონდ ALS Association-ს 100 დოლარი უნდა შესწიროს.