loader

როგორ გამოჰყავთ მაშველებს მოქალაქეები სტიქიური უბედურების ზონიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოჰყავთ მაშველებს მოქალაქეები სტიქიური უბედურების ზონიდან

დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები ადგილზე იმყოფებიან და ვითარებას ეცნობიან. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის ადგილზე სამაშველო ოპერაციას აწარმოებენ. მათ დარიალის ხეობაში მდებარე მამათა მონასტრიდან ყაზბეგამდე 70-ზე მეტი მოქალაქე გადმოიყვანეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში 20 აგვისტოს, გვიან ღამით, შევიდა შეტყობინება დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ. დევდორაკის მყინვარიდან მოწყვეტილი წყლიანი მასის ჩამოწოლამ მდინარე თერგის კალაპოტის შეცვლა გამოიწვია.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები ადგილზე გაემგზავრნენ. სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახის მძიმე ტექნიკა. მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ორი პირი, რომლებიც ხეობაში ჰესის სადერევაციო გვირაბში აწარმოებდნენ სამუშაოებს. შსს-ს მაშველები მათ საძიებო სამუშაოებს გვირაბის ორივე შესასვლელიდან აწარმოებენ. სრულად არიან ევაკუირებულნი დარიალჰესის და დარიალის საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლები.

იხილეთ ასევე: როგორ გამოიყურება საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" მეწყერის შემდეგ

დარიალის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა - კადრები სტიქიური უბედურების ზონიდან