ანტონიო ბანდერასი და მელანი გრიფიტი ფილმ Automata-ს პირველ თრეილერში
ინტერნეტში სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის Automata-ს პირველი თრეილერი გამოქვეყნდა, რომელშიც მთავრ როლებს მსახიობი ანტონიო ბანდერასი და მისი ყოფილი მეუღლე მელანი გრიფიტი ასრულებენ.
ფილმის მოქმედება მომავალში ვითარდება, სადაც კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა არნახულ სიმაღლეებს მიაღწია და რობოტები, რომლებიც ადრე არარეალური ჩანდა, ახლა ადამიანებს შორის დადიან.
ბანდერასის გმირი რობოტების წარმოებით არის დაკავებული. იგი აღმოაჩენს, რომ მისი ფირმის ნაწარმი არა ექსპლუატაციისთვის, არამდ განადგურებისთვის იქმნება. ამ მომენტიდან მამაკაცის ცხოვრება კარდინალურად იცვლება.
სურათის მსოფლიო პრემიერა 10 ოქტომბერს იგეგმება.