loader

08.08.08 - შინდისის გმირები და ნათლია-ნათლულის ცრემლისმომგვრელი ისტორია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

08.08.08 - შინდისის გმირები და ნათლია-ნათლულის ცრემლისმომგვრელი ისტორია

2008 წლის 11 აგვისტო. ქართული შენაერთები უკან იხევენ, სოფლებში რუსი აგრესორები შემოდიან... საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული შინდისში მატარებლის ლიანდაგს მიუყვება. რამდენიმე მეტრს გაივლიან და რკინიგზის სადგურთან რუსები ცეცხლს გაუხსნიან. საინჟინრო ოცეული სადგურის მოპირდაპირე მხარეს, პატარა შენობას აფარებს თავს და უთანასწორო ბრძოლა იწყება. 17 ქართველი კბილებამდე შეიარაღებულ რამდენიმე ასეულ რუს ჯარისკაცს საათზე მეტხანს უწევს წინააღმდეგობას... ორმხრივი სროლა 70 მეტრის რადიუსში მიმდინარეობს, დაჭრილი ბიჭები მაინც არ ნებდებიან. სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე გმირულად იბრძვიან, მერე ტყვია-წამალი უთავდებათ და... აქ ნათლია-ნათლულის გმირული ისტორია იწყება...

რომან ზოიძე 20 წლის იყო, ალექსანდრე ონიანი - 27-ის. ერთმანეთი სენაკში ჯარში სამსახურის პერიოდში გაიცნეს. რომან ზოიძე მისი პირველი და უკანასკნელი ნათლული აღმოჩნდა...

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

წაიკითხეთ შინდისელი გმირების ისტორია "კვირის პალიტრის" საიტზე

ასევე იხილეთ:

გიორგი ანწუხელიძე - 2008 წლის ომის ნაწამები გმირი

აგვისტოს ომში მტრის პირისპირ დარჩენილი ნიქოზელი მოხუცების ისტორია