რატომ უწერს ფილიპ კირკოროვი დაბალ ქულებს ნუცა ბუზალაძეს
იურმალაში "ახალი ტალღა 2014" მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს სახელით 17 წლის ნუცა ბუზალაძე მონაწილეობს. ნუცამ ორი საკონკურსო დღე წარმატებით ჩაატარა და ჟიურისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა, თუმცა ორივე დღეს ყველაზე დაბალი - 10 ქულა ქართველ კონკურსანტს ფილიპ კირკოროვმა დაუწერა. რუსული პოპის მეფე, ჩვენი კონკურსანტისგან განსხვავებით, უკრაინის წარმომადგენელს სწყალობს. ვიქტორია პეტრიკის გამოსვლის დროს კირკოროვი კონკურსანტს ფეხზეც კი წამოუდგა და უმაღლესი 11 ქულა დაუწერა.
ვიქტორია პეტრიკი 1997 წლის 21 მაისს დაიბადა და უკვე მოასწრო 2008 წელს საბავშვო "ევროვიზიაზე" მეორე ადგილის დაკავება (მაშინ პირველი ადგილი საქართველოს წარმომადგენლებს, "ბზიკებს" ერგოთ), 2010 წელს კი "საბავშვო ახალი ტალღის" გამარჯვებულიც გახდა. ვიქტორიაზე არანაკლებ პოპულარულია მისი და, ანასტასია, რომელიც 12 წლისაა და უკვე კარგად იცნობენ რუსულ შოუბიზნესში. ანასტასიამ 2010 წელს დასთან ერთად "საბავშვო ახალი ტალღა" მოიგო, ხოლო 2012 წელს საბავშვო "ევროვიზიის" გამარჯვებული გახდა.
უკრაინელი დებით განსაკუთრებით აღფრთოვანებულია ფილიპ კირკოროვი, რომელმან პატარა ანასტასიასთან ერთად რამდენიმე დუეტიც ჩაწერა. როგორც ჩანს, რუსი პრიმადონას, ალა პუგაჩოვას ყოფილი მეუღლე ნუცა ბუზალაძეს მისი ფავორიტის პირდაპირ კონკურენტად მიიჩნევს და ქართველ კონკურსანტს დაბალ ქულებს უწერს.
ასევე იხილეთ: სალომე ქათამაძეს ტოტო კუტუნიომ დაბალი ქულის გამო ბოდიში სიმღერით მოუხადა