"თქვენი მამა არ იყო ქრისტიანი" - მანანა შევარდნაძის დიალოგი "ზვიადისტებთან" და ინციდენტი კრწანისის რეზიდენციასთან
კრწანისის რეზიდენციასთან ედუარდ შევარდნაძის ოჯახის დაცვასა და ზვიად გამსახურდიას მომხრეებს შორის ინციდენტი მოხდა. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციაზე მანანა შევარდნაძე გამოვიდა, აქციის მონაწილეებს სიჩუმისკენ მოუწოდა და სთხოვა, აქცია შეეწყვიტათ. მანანა შევარდნაძე აქციის ერთ-ერთ მონაწილესაც გაესაუბრა, თუმცა ზვიად გამსახურდიას მომხრემ მას განუცხადა, რომ დაშლას არ აპირებენ. ყოფილი პრეზიდენტის შვილის რეზიდენციაში შესვლის შემდეგ აქციის მონაწილეებსა და ედუარდ შევარდნაძის ოჯახის დაცვას შორის მცირე ინციდენტი მოხდა, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა.
ასევე იხილეთ: "მკვდარიც უნდა გასამართლდეს!" - "ზვიადისტები" შევარდნაძის კრწანისის რეზიდენციასთან
ასევე იხილეთ: "მკვდარიც უნდა გასამართლდეს!" - "ზვიადისტები" შევარდნაძის კრწანისის რეზიდენციასთან