მოჩხუბარი მამაო და "მორცხვი" მრევლი
"ფეისბუქის" მომხმარებელი Nick Henderson-ი ავრცელებს ვიდეოს, რომელიც, მისივე ინფორმაციით, თბილისში, 2 დღის წინაა გადაღებული.
კადრებში ჩანს ანაფორაში ჩაცმული სასულიერო პირი, რომელიც ორ მამაკაცთან ჩხუბშია ჩართული. სამოქალაქო პირების თანმხლები ორი ქალი მათ გაშველებას ცდილობს, თუმცა ამაოდ. "ხელი როგორ გაგარტყა, მრცხვენია" - ისმის ჩხუბში ჩართული ერთ-ერთი ახალგაზრდის ხმა.
არსებული ინფორმაციით, კადრებზე აღბეჭდილი სასულიერო პირი მღვდელ-მონაზონი მამა ილარიონია. როგორც საუბრიდან ირკვევა, სასულიერო პირი საერო პირს იმის გამო დაუპირისპირდა, რომ ამ უკანასკნელმა მეუფეს შეაგინა.