loader

"ჩემი ცხოველის შეურაცხყოფისთვის შემიძლია იქით ვუჩივლო" - "ვაკელი აქლემის" ისტორია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი ცხოველის შეურაცხყოფისთვის შემიძლია იქით ვუჩივლო" - "ვაკელი აქლემის" ისტორია

იპოდრომზე მობინადრე აქლემს საზოგადოება სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან უკვე კარგად იცნობს. რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, აქლემმა 70 წლამდე მამაკაცს უკბინა, ცხოველის მეპატრონე უარყოფს.

გორჰან ჯი ტა ჰანიდას განცხადებით, ამ ადგილას ხშირად მოდიან ნასვამი მამაკაცები და ცხოველს ქვებს ესვრიან. შვეიცარიელი მოგზაური ამბობს, რომ აქლემს ახლა კრიტიკული პერიოდი - განაყოფიერების დრო აქვს, მაგრამ მამრი აქლემი საქართველოში არ არის, რის გამოც ცხოველი ხშირად გაღიზიანებულია.

წელიწადნახევარია, შვეიცარიელი მოგზაური აქლემთან, თხებთან, ქათმებთან, ძაღლებთან და კატებთან ერთად ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცხოვრობს. აქლემზე ამხედრებულმა უკვე 39 ქვეყანა შემოიარა, საქართველოს შემდეგ კი ჩეჩნეთში აპირებს გამგზავრებას.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

წაიკითხეთ: "ვაკელი" აქლემი "ქმარს" ეძებ