loader

ნატაძრალი კასპთან, სადაც სავარაუდოდ ასურელი მამა თადეოზ სტეფანწმინდელი განისვენებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნატაძრალი კასპთან, სადაც სავარაუდოდ ასურელი მამა თადეოზ სტეფანწმინდელი განისვენებს

კასპთან ახლოს, წლევის მთაზე, თეთრახევის მამების ეკლესიის ნანგრევები თავისი მნიშვნელობით ძალიან ფასეულია. მომლოცველებისთვის ეს ადგილი ნაკლებადაა ცნობილი. ისტორიული წყაროების მიხედვით, წმინდა ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა, თადეოზ, იგივე თათე სტეფანწმინდელმა მამათა მონასტერი აქ დააარსა. სავარაუდოდ, მისი საფლავიც სწორედ აქ არის, თუმცა ზუსტად სად - უცნობია.

თათე სტეფანწმინდელი ერთადერთი ასურელი მამაა, რომლის საფლავის ზუსტი ადგილსამყოფელი დღემდე ცნობილი არ არის. ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით, მე-6 საუკუნის წმინდა ასურელი მამის ნაწილები მისი ხსენების დღეს საფლავიდან სასწაულებრივად ამოდიოდა და ბერებს აუწყებდა, როგორი წელიწადი ექნებოდა ქვეყანას.