loader

26 ივნისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

26 ივნისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ხვალ, 26 ივნისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. აბიტურიენტები 08.00 საათზე რეგისტრაციას საგამოცდო ცენტრებში გაივლიან. ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, სპეციალური ბრიფინგი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გამართა.

მიმინოშვილის ინფორმაციით, 2014 წლის ეროვნული გამოცდებისათვის საგამოცდო ცენტრების რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. 7 საგამოცდო ცენტრი გახსნილია თბილისში, სამი საგამოცდო ცენტრი იქნება ქუთაისში, ხოლო დანარჩენ ქალაქებში იქნება თითო-თითო ცენტრი. სულ საგამოცდო ცენტრები გაიხსნება ფოთში, ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, თელავსა და ხულოში.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 36 000-მდე აბიტურიენტი, პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდისათვის 20 000-მდე აპლიკანტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 4 500-მდე სტუდენტი, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის - 12 000-მდე აპლიკანტმა გაიარა რეგისტრაცია.