მეგან ფოქსი "კუ-ნინძების" ახალ თრეილერში
ფილმ "კუ-ნინძების" (Teenage Mutant Ninja Turtles) ახალი თრეილერი გამოვიდა. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს მეგან ფოქსი ასრულებს: მისი გმირი, ჟურნალისტი ეიპრილ ო'ნილი - ოთხი კუ ძმის ერთგული მეგობარია. ცნობილი მსახიობებიდან ფილმში ასევე ვუპი გოლდბერგი და ჯონი ნოკსვილი თამაშობენ.
მოვლენები ნიუ-იორკში ვითარდება, რომელიც ბოროტმოქმედ შრედერისა და მისი ჯგუფის ხელში აღმოჩნდება. ქალაქის მომავალი პირქუშად გამოიყურება, მაგრამ ბოროტებასთან ბრძოლაში კუ-მუტანტები ერთვებიან.
ფილმის მსოფლიო პრემიერა 7 აგვისტოს იგეგმება.