loader

ქართველი გოგონების რბოლა მაღალ ქუსლებზე: უჩვეულო შეჯიბრება რიყის პარკში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი გოგონების რბოლა მაღალ ქუსლებზე: უჩვეულო შეჯიბრება რიყის პარკში

თბილისში, რიყის პარკში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით სირბილში შეჯიბრება გაიმართა, რომელშიც 11 გოგონა იღებდა მონაწილეობას. შეჯიბრების მონაწილეთა ასაკი 18-დან 25 წლამდე იყო. ყველა მათგანის ფეხსაცმელს მინიმუმ 7-სანტიმეტრიანი ქუსლი უნდა ჰქონოდა.

შეჯიბრების გამარჯვებული მოცეკვავე ანი მგელიაშვილი გახდა, რომელმაც 50 მეტრი ყველაზე სწრაფად გაირბინა და ფინიშამდე ყველაზე პირველი მივიდა.

მაღალ ქუსლებზე შეჯიბრება საქართველოში პირველად ჩატარდა.

ავტორები: მინდია აფციაური, გიორგი ღუდუშაური