loader

ონლაინ-თამაშის დროს გეიმერ გოგონას მძარცველები დაესხნენ თავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ონლაინ-თამაშის დროს გეიმერ გოგონას მძარცველები დაესხნენ თავს

არიზონელმა პოლიციელებმა დანაშაული გეიმერების დახმარებით გახსნეს. 9 ივნისს, დილის 5 საათზე, ნიკი ელიზის სახლში ძარცვის მიზნით ორი მამაკაცი შეიჭრა. ამ დროს გეიმერი გოგონა ონლაინში კომპიუტერულ თამაშ Defense of the Ancients 2-ს თამაშობდა. მისმა პარტნიორებმა ვებ-კამერის საშუალებით დაინახეს მომხდარი ინციდენტი და პოლიციაში დარეკეს. რადგან ქალი Defense of the Ancients 2-ის თაყვანისმცემლებში ცნობილი იყო, ვირტუალური გართობის მოყვარულებმა მისი მიახლოებითი საცხოვრებელი ადგილი იცოდნენ და სამართალდამცავებთან დაკავშირება შეძლეს.

ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ხანმოკლე დევნის შემდეგ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს. მეორე მამაკაცი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა და ძებნაშია. გეიმერი გოგონა მომხდარის დროს არ დაშავებულა.

ასევე იხილეთ:

ონლაინ-თამაშის დროს კაცმა ცოლი გააშიშვლა (+18)

ონლაინ-თამაშებზე დამოკიდებულმა მამაკაცმა ორი წლის შვილი შიმშილით მოკლა