ბასკები დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ.
ესპანეთში ბასკების ავტონომიური თემის წევრები დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ. კვირას ათიათასობით ადამიანმა ცოცხალი ჯაჭვი გააბა ორ ქალაქს - დურანგოსა და პამპლონას შორის. ბასკების ისტორიული რეგიონი ესპანური ნავარას ავტონომიურ მხარესაც მოიცავს, რომელიც ბასკური ენის გავრცელების მიხედვით სამ ზონად არის დაყოფილი. მანიფესტაციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქციაში 100 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ბოლო წლებში რეგიონების ხელისუფლება ესპანეთის მთავრობას გაცილებით დამოუკიდებელი საგადასახადო სისტემის შესახებ შეუთანხმდა და იმ პერიოდში სეპარატისტული განწყობა დროებით ჩაცხრა, მაგრამ კატალონიის მიერ ესპანეთისგან გამოყოფის რეფერენდუმის მოთხოვნის შემდეგ ბასკების ავტონომიური თემის კანონმდებლები კიდევ უფრო მეტ დამოუკიდებლობას ითხოვენ.