"ჯაბა იოსელიანი ჩემი ბიძა იყო და ამით ვამაყობ" - რატომ გააპროტესტა მსმენელმა მამუკა ჟღენტის ეთერში მოწვევა
ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემაში "კომპრომისის გარეშე" სტუმარმა, "საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის" თანადამფუძნებელმა მამუკა ჟღენტმა ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა. სტუმრის შეფასებებს გადაცემაში მსმენელის ზარი მოჰყვა, რომელმაც სტუდიაში მამუკა ჟღენტის მოწვევა გააპროტესტა. მან სტუმარს ყოფილი მხედრიონელი უწოდა და აღნიშნა, რომ ჟღენტს მორალური უფლება არ აქვს, აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით ისაუბროს.
ნახეთ გადაცემა "კომპრომისის გარეშე" სრულად
ნახეთ გადაცემა "კომპრომისის გარეშე" სრულად