loader

"ხვალინდელი დღის მიჯნაზე" - ტომ კრუზი და ემილი ბლანტი ახალ თრეილერში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხვალინდელი დღის მიჯნაზე" - ტომ კრუზი და ემილი ბლანტი ახალ თრეილერში

ინტერნეტში მძაფრსიუჟეტიანი ფანტასტიკური ფილმის - "ხვალინდელი დღის მიჯნაზე" (Edge of Tomorrow) - ახალი თრეილერი გამოქვეყნდა. სურათში მთავარ როლებს ტომ კრუზი და ემილი ბლანტი ასრულებენ.

ფილმში, რომელშიც მოქმედება არც ისე შორეულ მომავალში ვითარდება, დედამიწას უცხოპლანეტელები ესხმიან თავს: დიდი ქალაქები ინგრევა, მილიონობით ადამიანი იღუპება და მთელი მსოფლიოს გაერთიანებული ჯარები თავდამსხმელების მოგერიებას ცდილობენ.

ფილმში კრუზი პოდპოლკოვნიკ ბილ კეიჯის როლს ასრულებს, რომელიც ბრძოლის ველზე უცხოპლანეტელთან ბრძოლისას იღუპება. შემდეგ მოვლენები მოულოდნელად ვითარდება: გმირი ცოცხალი იღვიძებს და იძულებულია, კვლავ იბრძოლოს და შემდეგ დაიღუპოს. სამხედრო მოსამსახურე წრიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. თითოეული ბრძოლის შემდეგ კეიჯი იწვრთნება. უცხოპლანეტელებთან ბრძოლაში მას რიტა ბრატასკი - ემილი ბლანტის გმირი ეხმარება.

ფილმი რეჟისორმა დაგ ლაიმანმა გადაიღო. სურათის მსოფლიო პრემიერა მაისის ბოლოსაა დაგეგმილი.