საქართველოში ჯანმრთელობისთვის საშიში ”შპროტი” შემოვიდა - სურსათის სააგენტო გაფრთხილებთ!
ლატვიურ "შპროტში" კარცეროგენი ბენზაპირენი აღმოჩნდა. როგორც სურსათის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის თაობაზე მათ "საგანგაშო შეტყობინება" ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა დაცვის გენერალური დირექტორატის (DG SANCO) ევროპის კომისიის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების სისტემით მიიღეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში იმპორტირებული პროდუქტი საცალო სავაჭრო ობიექტებში უკვე გადანაწილებულია.
"მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 240-გრამიანი 2544 ერთეული თევზის კონსერვი შემოვიდა. იმპორტი 2013 წლის 23 ოქტომბერს განხორციელდა შპს "ევერესტი 2010"-ის მიერ. კონსერვის ვარგისიანობის ვადა 03.10.2017 წლამდეა. საქართველოს კანონმდებლობით, შებოლილ თევზში ბენზ(ა)პირენის შემცველობა დაშვებულია 0,001 მგ/კგ, ხოლო ლატვიური წარმოშობის კონსერვში იგი 0,0094 მგ/კგ აღმოჩნდა.
ნახეთ გადაცემა "საქმე" სრულად