loader

"კოდუა და ნამორაძე ერთნაირი გარეწრები არიან" - დავა ბიზნესის გამო და პარტნიორების ურთიერთბრალდებები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კოდუა და ნამორაძე ერთნაირი გარეწრები არიან" - დავა ბიზნესის გამო და პარტნიორების ურთიერთბრალდებები

ბიზნესმენი გოგა ზაქაიძე დავით კოდუასა და ნოშრევან ნამორაძეს მისი ბიზნესსაქმიანობისა და სახელის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. ზაქაიძე, რომელიც "ტიფლის დეველოპმენტის" მფლობელია, აცხადებს, რომ 2008 წელს მისი ბიზნესპარტნიორები იყვნენ ნოშრევან ნამორაძე და იმ დროისთვის ნამორაძის მეგობარი დავით კოდუა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ კოდუა და ნამორაძე 50%-იან წილს ფლობდნენ "ტიფლის დეველოპმენტში", თუმცა არაოფიციალურად, რადგან 25 პროცენტი გაფორმებული იყო ნამორაძის მეუღლეზე, 25% კი - დედაზე. ზაქაიძის განმარტებით, კოდუასა და ნოშრევან ნამორაძის ვალი კომპანიის მიმართ მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.

ნოშრევან ნამორაძის მეუღლე გოგა ზაქაიძის განცხადებებს სიცრუეს უწოდებს. როგორც ნინო სუთიძემ განაცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს შპს "დეველოპმენტში", რომლის მეწილე ნოშრევან ნამორაძეც იყო, გოგა ზაქაიძესა და დავით კოდუასთან ერთად, თანხა ფირმაში მხოლოდ გოგა ზაქაიძეს ჰქონდა შეტანილი.