"პალიტრა მედიის" კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია "ოქროს ფრთა 2014"-ის მფლობელი გახდა
ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონია "ოქროს ფრთა 2014" საზეიმო ვითარებაში, წითელი ხალიჩით გაიხსნა. რიგით მეთორმეტე დაჯილდოებაზე სხვადასხვა ტელევიზიის წარმომადგენლებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მოიყარეს თავი."ოქროს ფრთამ" ჟურნალისტების, ტელე-წამყვანების, პროდიუსერების, მუსიკოსების შრომა დააფასა და მათგან საუკეთესოებს ჯილდო გადასცა.
"ოქროს ფრთის" მფლობელი გახდა "მედია პალიტრის" კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩიაც. ის საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ წარადგინა და როგორც ქართულ ჟურნალისტიკაში ყველაზე ინტელექტუალ ადამიანს, ჯილდო გადასცა.