loader

ფარული ჩანაწერები ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფარული ჩანაწერები ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებიდან

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას და საინფორმაციო სამსახურის უფროს ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერებია გაკეთებული. ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, შუბლაძის შემთხვევაში ადგილი აქვს როგორც საქმიან, ისე პირადი ხასიათის ჩანაწერებს და მასალა დაახლოებით ერთსაათიანია; მის შემთხვევაში კი, ფარული ჩანაწერი 15-წუთიან მასალას მოიცავს.

გვარამიას განცხადებით, რამდენიმე დღის წინ შსს-დან გაჟონა ინფორმაციამ და მიაწოდეს აღნიშნული ვიდეომასალა. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ ვიდეომასალის მცირე ნაწილი გაავრცელა, სადაც მათი პირადი და სამსახურებრივი საუბრებია ასახული.

ასევე იხილეთ: "რუსთავი 2"-ის საგანგებო განცხადება: ტელეკომპანიაში სათვალთვალო მოწყობილობები აღმოაჩინეს

Covert recordings of Nika Gvaramia and Nino Shubladze released - Watch the video on georgianews.ge