loader

პროკურატურას ბიზნესმენ ”ზარალას” წარსულით დაინტერესებას სთხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურატურას ბიზნესმენ ”ზარალას” წარსულით დაინტერესებას სთხოვენ

"თავისუფალი საქართველო" პროკურატურას მოუწოდებს, დაინტერესდეს ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის, მეტსახელად "ზარალას" ბიზნესსაქმიანობით და მისი წარსულით.

"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელმა მიმი გაბრიჩიძემ განაცხადა, რომ პროკურატურამ ასევე უნდა გამოიძიოს ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გასული გადაცემა "ანატომიაში" მოთხრობილი ფაქტები.

მიმი გაბრიჩიძის განცხადებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომპანია "სილქნეტი" დააჯილდოვა, რომელიც წლის საუკეთესო ბიზნესკატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა.

მისივე ცნობით, აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელია გიორგი რამიშვილი, მეტსახელად "ზარალა", რომლის კრიმინალური საქმიანობა 90-წლებთან არის დაკავშირებული. "ზარალა იყო "მხედრიონის" და "ვერის საძმოს" ე.წ. ბოროტების დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი და მის სახელს უამრავი კრიმინალური საქმე უკავშირდება. მიუხედავად ამისა, ის პიარადად მიხეილ სააკაშვილის კეთილგანწყობითა და მფარველობით სარგებლობს", - განაცხადა მიმი გაბრიჩიძემ.

"თავისუფალი საქართველო" მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ ამ ჯილდოს "ზარალასთვის" გადაცემა დაკავშირებულია "სილქნეტის" მიერ ტელეკომპანია "მაესტროს" დაბლოკვით. "ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ კომპანია "სილქნეტმა" ოფიციალურად უარი განაცხადა ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტელეკომპანიის ქსელში ჩართვაზე", - განაცხადა გაბრიჩიძემ.