loader

როგორ გამოიყურებიან მიშა და ბიძინა "რუსთავი 2"-ის ახალ პოლიტიკურ მულტფილმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურებიან მიშა და ბიძინა "რუსთავი 2"-ის ახალ პოლიტიკურ მულტფილმში

"კომედი ჯგუფი" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ახალ პოლიტიკურ-ანიმაციურ სერიალს იწყებს. ალბათ, ყველას გახსოვთ პოლიტიკური მულტფილმი "დარდუბალა", რომელიც 2000 წელს საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. პირველი "დარდუბალას" მთავარი გმირი ედუარდ შევარდნაძე იყო, მეორე "დარდუბალას" მთავარი პერსონაჟი – მიხეილ სააკაშვილი. ახლა კი "რუსთავი 2"-ის ეთერში ახალი ანიმაციური სერიალი გავა, რომელიც "დარდუბალას" ანალოგიური იქნება. სერიალზე "კომედი გრუპი" მუშაობს.

ახალ სერიალში მთავარი გმირები მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი არიან. პოლიტიკოსებს ახმოვანებენ პაროდისტები - ქართლოს ნატროშვილი და ნიკა კაკაბაძე. სერიალში სააკაშვილისა და ივანიშვილის გარდა, ირაკლი ღარიბაშვილი, სოსო ჯაჭვლიანი და სხვა პოლიტიკური ფიგურები გამოჩნდებიან.

ვრცლად ambebi.ge-ზე