loader

ელენე კალანდაძე დაიანა როსის სიმღერით I Will Survive - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ელენე კალანდაძე დაიანა როსის სიმღერით I Will Survive

16 აპრილს GDS-ზე პოპულარული გასართობი შოუ "ერთი ერთში"-ს მეორე სეზონის პრემიერა შედგა. ჟიურიში ცვლილებაა: ნანუკა ხუსკივაძე, ეფრემ შანელი და კახა კანდელაკი სისი სამმა, ზაზა კოლელიშვილმა და ელენე კალანდაძემ შეცვალეს. რაც შეეხება ზაკ რისს, ის პირველი სეზონიდან არის ჟიურის შემადგენლობაში.

"ერთი ერთში"-ს მეორე სეზონის მონაწილეები არიან: ბორის ბედია, დუტა სხირტლაძე, ვერიკო ტურაშვილი, იოანე არაბული, ლევან მასპინძელაშვილი, ნათია დუმბაძე, ნინო ძოწენიძე და ქეთი ორჯონიკიძე, ხოლო წამყვანები - რუსკა მაყაშვილი და კახა კინწურაშვილი.

პირველ შოუზე კონკურსანტებთან ერთად ჟიურის წევრებმაც იმღერეს. ჟიურის წევრი და შოუს წინა სეზონის გამარჯვებული ელენე კალანდაძე დაიანა როსის სიმღერით - I Will Survive წარსდგა მსმენელის წინაშე.