loader

"განოს და კოტეს შოუ" - სტუმარი: ოთარ ტატიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"განოს და კოტეს შოუ" - სტუმარი: ოთარ ტატიშვილი

"განოს და კოტეს შოუს" დღევანდელი სტუმარია ოთარ ტატიშვილი. ეს მოპატიჟება წყვილმა ჯერ კიდევ ოთარ ტატიშვილის შოუში მათი სტუმრობისას დაგეგმა.

ვინ დაითანხმა ოთარ ტატიშვილი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობაზე და პროექტში მის მიერ შესრულებულ რომელ ცეკვაზე იჩივლა "ბი ბი სი"-მ, როგორ მოხვდა ის სერიალ "შუა ქალაქში", მრავალ საქმიანობას მოდებული ოთარ ტატიშვილი რომელ მათგანს ასახელებს პირველ ადგილზე; მისი ახსნით, რატომ ჯობია სირბილი ცურვას, რატომ არ უყვარს თამადობა ოთარს და რატომ არის მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრე, რის ბრალია კოტეს და ოთარის ფეთქებადი ხასიათი და როგორ უყურებენ ისინი ბოიფრენდ-გერლფრენდის ინსტიტუტს - ეს და ექიმ ოთარის მიერ პირდაპირ ეთერში გასინჯული განო ნახეთ რეალითი-შოუში.

მსახიობი კოტე თოლორდავა და მისი მეუღლე, კინორეჟისორი განო მელითაური ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, თქვენს განწყობაზე თავისუფალი, უჩვეულო და საინტერესო გადაცემით ზრუნავენ.

"განოს და კოტეს შოუს" ნახვა ყოველ სამუშაო დღეს, 21:45 საათზე "პალიტრა TV"-ის ეთერში შეგიძლიათ.