არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს
პროგრამის "ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" მონაწილე პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების არაქართულენოვანი სკოლების 80-მდე პედაგოგს, რომლებიც ჩართულნი არიან პროგრამაში "ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" სერტიფიკატები გადასცეს.