ქართველი გოგონა სილამაზის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა
უკრაინაში 26 მარტს გამართულ სილამაზის კონკურსზე Miss Kharkiv International გამარჯვებული ქართველი გოგონა - მალვინა თურაძე გახდა. კონკურსში 12 მონაწილე იბრძოდა გამარჯვებისთვის. მალვინას კონკურენციას უწევდნენ სომხეთის, საბერძნეთის, ისრაელის, ინდოეთის, კორეის, ნიგერიის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. ყველა მათგანი საკუთარი ეროვნული კულტურის დემონსტრირებას ახდენდა, ნაციონალური სამოსით, სიმღერით და ცეკვით.
გამარჯვებულის გვირგვინი ბათუმელ მალვინა თურაძეს ერგო, რომელმაც ჟიურის და მაყურებლის მოხიბვლა ტალანტის ტურში შესრულებული ნინო ქათამაძის ცნობილი სიმღერით და გრაციოზულობით შეძლო. პირველი ვიცე მისის ტიტული ავღანელ კონკურსანტს - ფერიდე დამსადს ერგო.
Georgian girl from Batumi wins 'Miss Kharkiv International' beauty contest - Watch video on georgianews.ge