”9 მაისი სტალინის მიერ შექმნილი დღეა”
კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის" დღეს, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.
როგორც კოალიციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს უნდა აღინიშნებოდეს და არა 9 მაისს.
მათი შეფასებით, 9 მაისი არის სტალინის მიერ შექმნილი დღე, რადგან მან სპეციალურად მოითხოვა, რომ ამ დღეს გერმანიას ხელი მოეწერა საბჭოთა კავშირთან კაპიტულაციაზე, რათა არ ეხსენებინა კოალიციის სხვა წევრების ღვაწლი მსოფლიო ომის მოგებაში.
"9 მაისს საბჭოთა იმპერია აღნიშნავდა თავისი გამარჯვების დღეს, როდესაც მან აიღო პრაღა და გაიძლიერა თავისი პოზიციები აღმოსავლეთ გერმანიაში. ხოლო 8 მაისს ყველა დანარჩენი ცივილიზებული სამყარო აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს", - განაცხადა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ნოდიამ.
მისივე თქმით, 9 მაისი ევროპის დღეა და როგორც ყველა ცივილიზებული სამყარო, საქართველოშიც ფაშიზმზე გამარჯვებას სწორედ ევროპის დღეს უნდა აღნიშნავდნენ.