ოსამა ბინ ლადენის ძმისშვილი "GQ"-სთვის პოზირებდა
ოსამა ბინ ლადენის ძმისშვილი "GQ"-სთვის პოზირებდა. ვაფა დუფური ოსამა ბინ ლადენის ღვიძლი ძმის, იესლამის ქალიშვილია. ის კალიფორნიაში დაიბადა. მისი დედა ირანელია, როდესაც აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს "ალ-ქაიდამ" ტერაქტი მოაწყო, ვაფა ამ დროს ნიუ-იორკში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. ვაფა ტერორისტ ბიძას ფიზიკურად ძალიან გავს.
თუმცა პოპულარობა დუფურს სამართლის სფეროს ცოდნით არ მოუპოვებია. იგი გლამურულ ჟურნალებში ფოტოსესიებით გაიცნეს. თეთრეულის რეკლამებში მონაწილეობდა და მამაკაცების ჟურნალისთვის, "GQ"-სთვისაც გადაუღია საკმაოდ გულახდილი სურათები. გარდა ფოტომოდელობისა, ვაფა მღერის კიდეც.
დედის გვარზე გადასვლა გოგონამ 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ გადაწყვიტა. იგი თავს ნამდვილ ამერიკელად მიიჩნევს და საკუთარ ბიძასთან სრულ გაუცხოებას გრძნობს: "მე მასთან საერთო არაფერი მაქვს", - ამბობს ვაფა.
ვაფა 10 წლამდე საუდის არაბეთში ცხოვრობდა, შემდეგ ჟენევაში გადასახლდა, ახლა კი აშშ-ში დამკვიდრდა. ის ამტკიცებს, რომ მამასისის გარდა, ოსამა ბინ ლადენის კლანის სხვა წევრებს არ იცნობს.
”როცა ნიუ იორკში ტერაქტი მოხდა, ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს სამშობლოს მართმევდნენ. მე ნიუ-იორკის რიგითი მაცხოვრებელი და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ვარ", - ამბობს ოსამა ბინ ლადენის ძმისშვილი.
რეალურად როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ვაფა დუფურსა და ოსამა ბინ ლადენს, უცნობია.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე