loader

ეგზოკოსტიუმი, რომლითაც წყალში 300 მეტრის სიღმეზე ჩაყვინთვა და იქ დიდხანს დარჩენა შეიძლება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეგზოკოსტიუმი, რომლითაც წყალში 300 მეტრის სიღმეზე ჩაყვინთვა და იქ დიდხანს დარჩენა შეიძლება

კანადელმა მეცნიერებმა ახალი თაობის ეგზოკოსტიუმი შექმნეს, რომლის მეშვეობითაც წყალში 300 მეტრის სიღმეზე ჩაყვინთვა და იქ მრავალი საათის განმავლობაში დარჩენა შეიძლება. კოსტიუმი პუბლიკას ნიუ-იორკის ბუნებისმეტყველების ისტორიის მუზეუმში წარუდგინეს. წყალქვეშა სკაფანდრის სიმაღლე დაახლოებით ორი მეტრია, წონა კი 250 კილოგრამამდე. მაგრამ მიუხედავად ამისა, სულაც არ ზღუდავს მოძრაობას და დეკომპრესიის საშიშროების გარეშე დიდ სიღრმეებში ხანგრძლივი მუშაობის საშუალებას იძლევა. ამ სკაფანდრის შექმნას მეცნიერებმა 14 წელი და თითქმის მილიონი დოლარი მოანდომეს. პირველი გამოცდა 2013 წლის ივლისში, წყნარ ოკეანეშია დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე აკვალანგებით წყალში მხოლოდ 60 მეტრის სიღრმეზე ჩაყვინთვა და იქ არც ისე ხანგრძლივად დარჩენა შეიძლება, ეგზოკოსტიუმით კი ჯერ კიდევ აუთვისებელი სიღმეების კვლევა გახდება შესაძლებელი.