loader

ქართველი კალათბურთელები ირბენენ მსოფლიოსთან ერთად Wings for Life World Run-ზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი კალათბურთელები ირბენენ მსოფლიოსთან ერთად Wings for Life World Run-ზე

ქართველი კალათბურთელები სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და უნიკალურ ღონისძიებას, Wings for Life World Run-ს უერთდებიან. ღონისძიების ორგანიზატორებმა ცნობილი ქართველი კალათბურთელების მონაწილეობით "მსოფლიო რბენის" მხარდამჭერი ვიდეომიმართვა გაავრცელეს.

Wings for Life World Run 2014 წლის 4 მაისს გაიმართება, საქართველოს დროით 14:00 საათზე. 5 კონტინენტის 40 სხვადასხვა ქვეყანაში ასიათასობით მორბენალი ერთდროულად დაიწყებს სირბილს. საქართველოში მორბენლები სტარტს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან აიღებენ, კავკასიონის ქედის გაყოლებით ირბენენ "ფინიშ მანქანის" დაწევამდე.

ღონისძიების მედიაპარტნიორები არიან: "ლელო week" და "პალიტრა TV".

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა Wings for Life-ის ფონდს, რომელიც აწარმოებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე: www.wingsforlifeworldrun.com-ზე, 2014 წლის 20 აპრილის ჩათვლით.

ასევე იხილეთ: ქართველი მორაგბეები მსოფლიოსთან ერთად ირბენენ - შეუერთდი Wings for Life World Run-ს!