loader

"ჩმორი ხარ, ბიჭო! გამოდი, თუ ვაჟკაცი ხარ!" - ვის ემუქრება მურმან დუმბაძის შვილი სკანდალურ ჩანაწერში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩმორი ხარ, ბიჭო! გამოდი, თუ ვაჟკაცი ხარ!" - ვის ემუქრება მურმან დუმბაძის შვილი სკანდალურ ჩანაწერში

"ჩმორი", "თესლი", "უზრდელი ბიჭი", "გამოდი, თუ ვაჟკაცი ხარ" - ამ სიტყვებით პარლამენტარ მურმან დუმბაძის შვილი მუხრან დუმბაძე მერაბ ღოღობერიძეს მიმართავს. სატელეფონო ჩანაწერში, რომელიც "პალიტრა ტვ"-ს მერაბ ღოღობერიძემ მიაწოდა, მუხრან დუმბაძე შეხვედრას და საქმის "გაიასნებას" ითხოვს.

როგორც მერაბ ღოღობერიძე აცხადებს, კახა კუკავამ ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პირველ ნომრად წარადგინა, მუხრან დუმბაძე კი დაშინება-დაშანტაჟების გზით ცდილობს პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებას. გარდა ამისა, ღოღობერიძე აცხადებს, რომ მუხრან დუმბაძე მასზე გულმოსულია და ვერ პატიობს დუმბაძეების სახლთან მუყაოს მასალისგან დამზადებული მეჩეთის ფიგურის მიტანას, რითაც მეჩეთის მშენებლობის საკითხზე მურმან დუმბაძის შეცვლილი პოზიცია გააპროტესტა.

მუხრან დუმბაძე უარყოფს ღოღობერიძესთან შეხვედრის და "საკითხის გარკვევის" სურვილს. ის აცხადებს, რომ მერაბ ღოღობერიძემ მის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა და როგორც ყველა ქართველი, ისიც შესაბამისად იმოქმედებს ღოღობერიძესთან შეხვედრისას. დუმბაძე არ აკონკრეტებს, თუ რა შეურაცხყოფაზეა საუბარი და რას მოიმოქმედებს მერაბ ღოღობერიძესთან შეხვედრის დროს.