loader

13 წლის სენაკელი დავით სანიკიძე რუსულ საბავშვო "ახალ ხმაში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

13 წლის სენაკელი დავით სანიკიძე რუსულ საბავშვო "ახალ ხმაში"

რუსეთში 28 თებერვალს საბავშვო "ახალი ხმის" პრემიერა შედგა. დიდების Voice-ისგან განსხვავებით, საბავშვო შოუს სამი მწვრთნელი ჰყავს - დიმა ბილანი, პელაგეა და მაქსიმ ფადეევი. ბრმა კასტინზე პირველ ეპიზოდში მწვრთნელების წინაშე 13 კონკურსანტი წარსდგა. თითოეულმა თავის გუნდში 15-15 მონაწილე უნდა აიყვანოს, რის შემდეგაც დაიწყება რინგი და ლაივ შოუები.

მწვრთნელებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა 13 წლის დავით სანიკიძემ, რომელმაც Лучший город земли შეასრულა და პელაგეას შემობრუნება მოახერხა. თუმცა, სანამ პატარა მომღერალი სცენას დატოვებდა, მას კიდევ ერთხელ სთხოვეს რაიმე შეესრულებინა და მან "სკორპიონის" ჰიტი I'm Still Loving You იმღერა.

როგორც დავითის სოციალური ქსელიდან ირკვევა, ბიჭი ამჟამად ქალაქ მეჟდურეჩენსკში ცხოვროვს, წარმოშობით კი სენაკიდანაა.