loader

"ნაწილი იყო ხრწნადი, ნაწილი უხრწნელი" - როგორ გამოიყურებოდა მამა გაბრიელის ნეშტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაწილი იყო ხრწნადი, ნაწილი უხრწნელი" - როგორ გამოიყურებოდა მამა გაბრიელის ნეშტი

როგორ გამოიყურებოდა მამა გაბრიელის სხეული საფლავიდან აღმოყვანების შემდეგ - ამის შესახებ "პალიტრა ტვ"-სთან დეკანოზმა რევაზ სიხარულიძემ ისაუბრა. როგორც დეკანოზმა განაცხადა, ის ესწრებოდა მამა გაბრიელის საფლავის გახსნას და შეუძლია თქვას, რომ მამა გაბრიელის სხეულის ნაწილი უხრწნელია, ნაწილი კი - ხრწნადი. კერძოდ, მისი თქმით კუნთოვანი ქსოვილები შენარჩუნებულია.

ფერიცვალების დედათა მონასტრის მონაზონის ალისიას თქმით კი, მან ნახა, რომ დაუზიანებელი იყო მანტია, რაშიც გახვეული იყო მამა გაბრიელი. "მუხლებამდე დავინახე მისი სხეული, რომელიც უხრწნელი იყო. ხორცი ჩვეულებრივი იყო, ფერი კი მუქი ყავისფერი ჰქონდა", - აღნიშნა მონაზონმა.

ავტორები: მინდია აფციაური, გიგა ხურცილავა

კახა მიქიაშვილის ფოტო

ასევე იხილეთ:

პატრიარქმა სვეტიცხოველში მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან ილოცა
ღამენათევი და ატირებული მრევლი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების მოლოცვის მოლოდინში
"ეს არის რეალური სახე ფარისეველი მღვდლების" - რამ გამოიწვია მრევლის უკმაყოფილება მცხეთაში